ქართული ოცნება - 24.5%, ენმ - 17,4%, ევროპული საქართველო - 6.9%. ასეთია IPSOS-ის კვლევის შედეგები, რომელიც ცოტა ხნის წინ "მთავარმა არხმა" გამოაქვეყნა.
დასმულ შეკითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - პროცენტული მაჩვენებლები, ალოკაციის გარშე, შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 24.5%
ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 17.4%
ევროპული საქართველო - 6.9%
ლელო - 3.6%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3.4%
ლეიბორისტული პარტია - 1.9%
გირჩი - 1.8%
პატრიოტთა ალიანსი - 1.7%
ერთიანი საქართველო - 1.0%
მოქალაქეები - 1.0%
სხვა პარტიები - 3.8%
არ ვიცი - 19.0%
უარი პასუხზე - 14.0%
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.