მინდა, მივმართო ევროკავშირს: ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ვართ. დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ასევე, მინდა, მივმართო ევროკავშირს: ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ვართ. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია.
მან ასევე, თავისი ძალები უნდა გამოიყენოს მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანი. სამივე ქვეყნის მოქალაქეთათვის არ არის არაფერი იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.