მე ვარ მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც აჯანყებულ ხალხს პარლამენტის კარი გაუღო. ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 7 ნოემბრის, გირგვლიანის საქმის, ტელეკომპანია "იმედის" და "მზის" გათიშვისა და რობაქიძის საქმეზე ვრცლად არ ისაუბრებს, რადგან ამ საქმეებზე ძალიან ხშირად უსაუბრია სატელევიზიო ეთერით.
"მე შემიძლია გითხრათ ყველა ჩამოთვლილ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გავაკეთე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და როგორც ადამიანმა. მე ამასთან დაკავშირებით ღია განცხადებებიც გამიკეთებია.
მე ვთვლიდი და ჩემი პოზიცია იყო, რომ ვანო მერაბიშვილი გადამდგარიყო და გუნდს ამ ამბებზე პასუხი უნდა ეგოთ.
მე ვარ მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც აჯანყებულ ხალხს პარლამენტის კარი გაუღო, რამაც განაპირობა ის, რომ განსხვავებით 2011 წლის მაისიდან, 7 ნოემბერს მსხვერპლი არ ყოფილა.
გაახსენეთ საზოგადოებას ის, რომ ბათუმი დაბომბვას გადავარჩინე, ასევე დარბევის შემდეგ შევხვდი იმედის ჟურნალისტებს და მოვუხადე ბოდიში, მიუხედავად იმისა, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი. როდესაც მე "იმედი" აღვადგინე, ის ჯერ კიდევ ეკუთვნოდა ბატონ პატარკაციშვილს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.