შეზღუდვების დაწესება თენგიზ ცერცვაძის კომპეტენციაში არ შედის, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყელიძემ შეკითხვას ჰქონდა თუ არა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს მკაცრი შეზღუდვების მოთხოვნა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი ეწინააღმდეგებოდა.
"ბატონი თენგიზი არის უმაღლესი კლასის კლინიცისტი, ის ძირითადად მკურნალობს ადამიანებს და ყველა სამკურნალო პროტოკოლი, დღეს ქვეყანში არსებული არის ბატონი თენგიზის და კლინიკური ჯგუფის შედგენილი. რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, ეს მხოლოდ ქალბატონი ეკატერინეს გადასაწყვეტიც არ არის, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო კონსესუსის წესით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.