ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები ყოველგვარი კვლევების გარეშე დაუყოვნებლივ იზოლაციაში იქნებიან გადაყვანილი, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რაც გვექნება, იქნება, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები რაც შეიძება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ექვემდებარებიან სწრაფ იზოლაციას, თუ მას აქვს საშუალება - თვითიზოლაციას, თუ არ აქვს - კარანტინში გადაყვანას," - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ახლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში 14 დღეს გაატარებენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გამოიძახებენ 112-ს და მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ.