ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი, დარჩნენ სახლში, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისიც მოუწოდებს, მაღალი რისკის მატარებელ პირებს, რომ შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ.
"სამთავრობო გუნდს არ აქვს მიზნად რომ დააწესოს შეზღუდვა. მაგრამ გავცემთ რეკომენდაციებს, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცირება და ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი, დარჩნენ სახლში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.