კიდევ უფრო გააქტიურდება კოვიდინფიცირებულის კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ამასთან ამაში ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებიც, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა
"მეტად უფრო გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით. კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ ეპიდემიოლოგები და გავაძლიერეთ მათი ჯგუფები და კონტაქტების მოძიება მოხდება არაუგვიანეს 24 საათისა. კონტაქტების მოძიებაში ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.