ჯანდაცვის მინისტრი ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელთან, თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს რომ ცერცვაძის გადადგომის საფუძველი არ არსებობს.
გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება არ აქვს, შესაბამისად, ინფექციურის ხელმძღვანელი მას გადადგომის განცხადებით ვერ მიმართავდა.
"დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა კოვიდთან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.