ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ე.წ. ღორის გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას ვირუსის გამოვლენისთანავე იძლევა.
აღნიშნული რეკომენდაციით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოსაც მიმართა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მას არ ეთანხმება.
ცენტრის მტკიცებით, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება დაუშვებელია და ის მხოლოდ მძიმე ფორმების პაციენტებმა უნდა მიიღონ.
ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია კი მოსახლეობას ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას გრიპის გამოვლენის პირველივე სიმპტომისთანავე ურჩევს. მეტიც, ორგანიზაციის აზრით, უმჯობესია პრეპარატები იმ ადამიანებმაც გამოიყენონ, რომლებიც სარისკო ჯგუფში არ იმყოფებიან, მაგრამ სუნთქვა უჭირთ.