რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ორი ქვეყნის ლიდერმა ტელეფონით ისაუბრა. მათ მთიან ყარაბაღში მძაფრი ბრძოლების შეჩერების მიზნით დიპლომატიური ზომების შესახებ ისაუბრეს.
კრემლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა "დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვიტონ ცეცხლი, განმუხტონ ვითარება და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება".
ორი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არიან ეუთოს მინსკის ჯგუფის სახელით მოლაპარაკების განახლებისთვის. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.
აზერბაიჯანული და სომხური ძალები არ აპირებენ საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტას, რაც შესაძლოა, ფართომასშტაბიან და რეგიონულ კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.