სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ოვანესიანმა განაცხადა, როიმ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის შეირაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის სამი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
"საერთო ჯამში ღამით და გამთენიისას აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 350-360 ადამიანი, დაჭრილია 600. ჩამოაგდეს სამი ვერტმფრენი, მათ შორის ერთი ირანის ტერიტორიაზე", - განაცხადა ოვანესიანმა.
მისი თქმით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩი“ და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი.
სომხური მედიის ცნობით, ინტესნიურად იბომბება ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი.
თავის მხრივ, სომხეთის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ინოფრმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა და მწყობრიდან გამოიყვანა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი სამხედრო მანქანა. ერთი ზალპური ცეხლის რეაქტიული სისტემა „ურაგანი“. ოთხი რეაქტიული სისტემა „გრადი“, ოთხი ჰაუბიცა, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ორი სატვირთო ავტომობილი პირადი შემადგენლობით.