ის, რაც ახლა მარნეულში ხდება, ამ ხელისუფლების გვამური ლაქებია, სინამდვილეში, - ასე ეხმიანენა „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტს.
მარნეულში, ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც, რომელსაც კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისმ მა ლაშა გოგნიაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია მთავარის და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით", - თქვა ლაშა გოგნიაშვილმა.