თურქეთი მზად არის აზერბაიჯანს დაეხმაროს როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ისე ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ თუქრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
"ჩვენ გვსურს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი გადაიჭრას ძირეულად. ჩვენ ამისთვის დიდი ძალისხმევა გავიღეთ, მაგრამ ამაოდ. ყოველთვის ვიდექით აზერბაიჯანის გვერდით - როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპრაკებების მაგიდასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სოლიდარობას", - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში ვიზიტის შემდეგ.
მისი თქმით, მსოფლიო საზოგადოება ცდება, როდესაც კონფლიქტში აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთ სიბრტყეზე აყენებს.
"ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით: აზერბაიჯანი და სომხეთი ერთი და იგივე არ არის. ჩვენ ყველა ერთად მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ აზერბაიჯანს ათანაბრებენ სომხეთთან, რომელმაც მისი მიწების ოკუპაცია მოახდინა. და ეს დაუშვებელია", - აღნიშნა მინისტრმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნუმან ქურთულმუშმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში, განაცხადა, რომ თურქეთს აზერბაიჯანის პრობლემები თავის პრობლემებად მიაჩნია.
"სომხეთი პროვოკაციებით არის დაკავებული. აზერბაიჯანზე თავდასხმას ვაფასებთ, როგორც თავდასხმას თურქეთზე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოძმე აზერბაიჯანს. საბოლოო ჯამში ის გაიმარჯვებს თავის ომში", - განაცხადა ქურთულმუშმა.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ხაზზე სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
27 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, რომ სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნტქებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.
სომხეთი კი თავის მხრივ იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიიტანა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.