"კორონავირუსით სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
"დღეს გარდაცვლილი მამაკაცი იყო 57 წლის, ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ისევე როგორც ყველა სხვა დღეს გარდაცვლილს. ზოგადი დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსით 4 მოქალაქე გარდაიცვალა, სულ ვირუსმა 32 პაციენტი იმსხვერპლა.