აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეებსა და ექვს სოფელს, რომლებიც სომხეთის ძალებს ჰქონდათ დაკავებული.
ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს პრესმდივანი ანარ ეივაზოვი ავრცელებს.
დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტებს, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი აზერბაიჯანის მხრიდან დაიწყო შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ ჩამოაგდო აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო თვითმფრინავი.
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.