ლარის ასეთ გაუფასურებას, სწრაფი გამყარება მოჰყვება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ იმნაიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის განპირობებული და მხოლოდ მოლოდინები განაპირობებს, ამიტომ მას სწრაფი გამყარება მოჰყვება.
„როდესაც ლარის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის განპირობებული და მოლოდინები განაპირობებს, როგორც წესი გაუფასურებას მოჰყვება სწრაფი გამყარება. ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოში, მათ შორის, წელსაც, მაისში, როდესაც მნიშვნელოვნად გაუფასურდა და შემდეგ ისევ სწრაფად გამყარდა“, - თქვა არჩილ იმნაიშვილმა