გეთანხმებით, რომ უფრო მძიმე შემთხვევებიც ყოფილა წინა წლების საარჩევნო პერიოდის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავის მოსაწონებლად გაქვთ საქმე. მასიურად მიდის ადამიანების დაშინება, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძემ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც თქვა: "საარჩევნო წელია და ოპონენტები აცხადებენ, რომ კრიმინალმა მოიმატა".
"ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელოსუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩააგდო საქრთველოს მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება. შარზე ყოფნა ოპოზიციას არ უნდა, ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს თანაპარტიელებს და არც გვჭირდება. თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის დატვირთული პრობლემებით და დაშინებით, ეს ასე არ არის. მე გეთანხმებით, რომ უფრო მძიმე შემთხვევებიც ყოფილა წინა წლების საარჩევნო პერიოდის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავის მოსაწონებლად გაქვთ საქმე. მასიურად მიდის ადამიანების დაშინება. ოპოზიციის დევნის არც ერთი ფაქტი, პირად ცხოვრებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა.
მაშინ, როდესაც გვესმის, რა ხდება ჩვენს ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რა მოხდა სარალიძის უბედურებასთან დაკავშირებით, როდესაც დღემდე არ არის გამოძიებული მაჩალიკაშვილის უბედურება, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის ტრაგედია, როდესაც ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა. თუ ცრუობთ, ცუდია, თუ არ ცრუობთ და ასე გგონიათ, მაშინ ბატონო მინისტრო, არაინფორმირებული ბრძანდებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.