ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მტკიცებით, "ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს". ასე ეხმიანება მიტროპოლიტი ანტონი მღვდელმთავრების "ქართული ოცნების" საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვებს.
მიტროპოლიტი ანტონის თქმით, "ხვალ თუ ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ეკლესია მათთანაც იქნება".
"როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მათთან მომავალ თაობაში, ყველა თაობაში. არსებულ ხელისუფლებას ჩვენ ყოველთვის, ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას. ვინც არ უნდა მოვიდეს კიდევ ხელისუფლებაში, პოზიცია იქნება თუ არაპოზიცია და ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება, არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათთან ერთად ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიისადმი", - აცხადებს მეუფე ანტონი.