ხობში, ფოთსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები "ქართული ოცნების პროპაგანდისთვის საჩუქარია".
როგორც ბოკერიამ განაცხადა, სააკაშვილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არჩევანი მხოლოდ მასა და ივანიშვილს შორის არის, რაც სიცრუეა.
"სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევანი, თურმე, მხოლოდ მასა და ივანიშვილს შორის არის. ეს არის ერთი ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით 41-დ დაანონსება ჩამოსვლის და მერე გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაპირდა ამას. ეს არის სიცრუე. არჩევანი არის მათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და მათ შორის, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა. ივანიშვილს დღევანდელი ამ კატასტროფის შენარჩუნება უნდა და ხოლო სააკაშვილს წარსულში, 2012 წლამდე დაბრუნდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში ვერ ხედავს. დღეს, 21 სექტემბერს მან ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არჩევნებში ენმ-ს გამარჯვების შემდეგ სხვა პარტიებთან ითანამშრომლებენ.