ჩემი ხუთოსანი სტუდენტი იყო, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი. ასე მოიხსენია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "დღის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, ნათია თურნავას დღევანდელი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში.
"ნათია თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, ძალიან კარგი სტუდენტი იყო ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი; იქ კარგად სწავლობდა, აქ ცუდად მუშაობს. დღეს მისი გამოსვლა იყო მთავრობის ბოლო გასეირნება პარლამენტში. ამის შემდეგ არავინ არ მოვა მთავრობის წევრი და ალბათ ძალიან ბედი გაუღიმებს ქვეყანას თუ კი ამ მთავრობის წევრს ამ სტატუსში არავის არ ვიხილავთ ამ პარლამენტში. ეს იყო ბოლო გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის. ბოლო გამოსვლა, როდესაც მათი სიამაყე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად დამთავრდა კრახით, დღეს უკვე 200-მდეა და ყოველ კვირეული 200-მდე ასე თუ გაიზარდა სომხური სცენარით მივდივართ", - განაცხადა გოცირიძემ.