უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.
პირველი გოლი 53-ე წუთზე "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი 75-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა.
მომდევნო ეტაპზე ლოკომოტივის მეტოქე ესპანური გრანადა იქნება. მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება.