თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი "დარჩი სახლში", დღეს პრინციპია "ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით,ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო.
„დღეს ქცევა და მართვა ცოტა სხვანაირია. თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი "დარჩი სახლში", დღეს პრინციპია "ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან". დიდი ლოკდაუნები არ იქნება, მაგრამ, ასე ვთქვათ, წერტილოვანი დარტყმები, წერტილოვანი რეაქციები უნდა იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.