ჟურნალმა Forbes-მა 2020 წლის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
გამოცემის რეიტინგში კვლავ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობენ.
ჟურნალი ადგენს, რომ მომავალი სეზონის 10 საუკეთესო მოთამაშე სულ 570 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მოიცავს როგორც ხელფასებს, ასევე პრემიებსა და სარეკლამო კონტრაქტებს.
"ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი - 126 მილიონი დოლარი, აქედან 92 მილიონი არის ხელფასი, ხოლო დანარჩენი სარეკლამო შემოსავლები.
კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" ფორვარდი - 117 მილიონი დოლარი
"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ნეიმარი - 96 მილიონი დოლარი
"პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი" კილიან მბაპე - 42 მილიონი დოლარი
"ლივერპულის" ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი - 37 მილიონი დოლარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა - 34 მილიონი დოლარი
"ბარსელონას" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი - 33 მილიონი დოლარი
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეტ ბეილი - 29 მილიონი დოლარი
"ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი - 28 მილიონი დოლარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დევიდ დე ხეა - 27 მილიონი დოლარი