საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნის ფონზე მოსალოდნელი იყო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ემზადება იმისთვის, რომ შესაბამისად შეხვდეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას და ამის გათვალისწინებით მოხდა დღეს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილებების მიღებაც.
"აქედან გამომდინარე იქნა დღეს მიღებული ერთობლივად შეჯერებული გადაწყვეტილებები, მოხდა სწავლის გადავადება დიდ ქალაქებში, ეს დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში მობილობა არის ბევრად უფრო მაღალი და ასევე გვაქვს საშუალება ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და არ მოხდეს სწავლის პროცესზე შეყოვნებები, ამასთან დაკავშირებით დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.