ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, შეიძლება ითქვას Dream Team, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
"ძალიან მაგარი შემადგენლობა, ძალიან მაგარი გუნდი წარვადგინეთ დღეს. აქ არის ძალიან კარგად ერთმანეთთან შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება და უკვე ნაკეთები საქმეები, მოსახლეობაზე ზრუნვის ეფექტური გადაწყვეტილებები. ასევე, ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი, ენერგია და ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, შეიძლება ითქვას Dream Team", - თქვა თურნავამ.