შეუძლებელია, ივანიშვილმა მესამე ვადით უმრავლესობა მოიპოვოს, - განაცხადა "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უკვე არ აქვს რესურსი არც არსებულის, არც განახლების და სჭირდება რამდენიმე ადამიანი მთავრობიდან საპარლამენტო სიაში, რომ ეს დეფიციტი შეავსოს
„შეუძლებელია, ივანიშვილმა მესამე ვადით უმრავლესობა მოიპოვოს. მან კობახიძეზე უკეთ ნამდვილად იცის მათემატიკა, ამიტომაც პოლიტიკური რეალობა მას კარნახობს, რომ გაცილებით უფრო მეტად გაიხედოს "ქართული ოცნების" მიღმა. მას სჭირდება რამდენიმე ადამიანი მთავრობიდან საპარლამენტო სიაში, რომ ეს დეფიციტი შეავსოს. არ აქვს უკვე რესურსი არც არსებულის, არც განახლების, - განმარტავს ბესელია.