"მივმართავ მშობლებს, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებათ და აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო ან დარეკონ "112"“-ზე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლების შემდეგ მობილობა გაიზრდება, ამიტომ თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
"მივმართავ მშობლებს, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებათ და აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო ან დარეკონ "112"-ზე. ასევე, ვთხოვ სკოლის ხელმძღვანელებს, რომ იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს", - თქვა გამყრელიძემ.