უმაღლესებში, აუცილებელია ყველამ ატაროს პირბადე, ლექტორებმაც და სტუდენტებმაც, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, უნივერსიტეტებში სწავლის განახლების შემდეგ მობილობა გაიზრდება, ამიტომ თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
"აუცილებელია ყველამ ვატაროთ პირბადე, როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ინფექციის გავრცელების და გადადების. ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები. აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ ამ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც 120-130 ათასი სტუდენტი წავა უმაღლეს სასწავლებლებში და სამჯერ მეტი მოსწავლე სკოლებში", - განაცხადა გამყრელიძემ.