ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი ვარ მრავალი მილიონით დასახლებულ, დედამიწის უზარმაზარ ნაწილზე, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.
მისი თქმით, ის უკვე ისტორიაში შესულია და ნამდვილად არ ამოძრავებს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიციები
"შეიძლება, 2 წელიც არ დამჭირდეს პრემიერობა. როგორც კი გამოვიყვანთ საქართველოს და დავაყენებთ განვითარების რელსებზე. ნამდვილად არ მიზიდავს არც ერთი კაბინეტი, გარწმუნებთ, არაფერში მჭირდება პირმოთნეობა, ნამდვილად არ მამოძრავებს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიციეები. მე ისტორიაში უკვე ვარ შესული. ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი ვარ მრავალი მილიონით დასახლებულ, დედამიწის უზარმაზარ ნაწილზე. მე მაქვს დიდი საერთაშორისო სახელი, მყავს ბევრი მიმდევარი, მაგალითად, ცნობილი ყაზახი მილიარდერი მოვიდა და ჩემთან მუშაობს, მითხრა, რაღაცა მინდა ვისწავლო შენგან, რომ გამოვადგე შუა აზიას და ჩვენს რეგიონსო", - თქვა სააკაშვილმა.