საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერის, პარლამენტის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
მისი განცხადებით, ყველა პარტიამ დამოუკიდებლად უნდა იყაროს კენჭი.
"ჩვენ უბრალოდ ვიყრით კენჭს დამოუკიდებლად, როგორც დამოუკიდებელი, უძველესი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოვდივართ ეროვნული მოძრაობიდან.
ყველამ უნდა იყაროს [კენჭი] დამოუკიდებლად არჩევნებში, რადგან 2024 წლისთვის აღარ ბლოკები იქნება, აღარც მაჟორიტარები იქნება, არაფერი იქნება და ყველა პარტია ცალცალკე უნდა იყოს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძე მე-9 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთიანი საპარლამენტო სიით მოხვდა.