პირდაპირ ვიტყვი, თუ წავაგე, მე პოლიტიკიდან მივდივარ, - თქვა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია" პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.
"პირდაპირ ვიტყვი, თუ წავაგე, მე პოლიტიკიდან მივდივარ, დარწმუნებული ვარ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია ეს გამოთქმა ვიხმაროთ: "ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო". თუ არ გაძლევს მანდატს ამომრჩეველი, მაშინ შენი გზა უნდა მონახო სხვაგან", - თქვა ოქრუაშვილმა.