გერმანული და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტების, Pfizer-ისა და BioNTech-ის თანამშრომლობა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების კონტექსში წარმატებულად მიმდინარეობს.
Pfizer-ი და BioNTech-ი დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად ოქტომბრის შუა რიცხვებში წარუდგენენ. ამის შესახებ BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელმა უგურ საჰინმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.
"მას [ვაქცინას] აქვს შესანიშნავი პროფილი და მიგვაჩნია, რომ ის თითქმის იდეალურია", - განაცხადა საჰინმა.
მისივე თქმით, კომპანიას სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ ვაქცინის უსაფრთხოება უაღრესად მნიშვნელოვანია და ის სრულიად უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის.
"დიახ, გვჯერა, რომ ჩვენ შევქმენით უსაფრთხო პროდუქტი და გვჯერა, რომ ეფექტურობის ჩვენებას შევძლებთ", - თქვა მან.
საჰინი დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი ორგანო გადაუდებელი გამოყენებისთვის ვაქცინას სწრაფად მიანიჭებს ავტორიზაციას.
ფარმაცევტული გიგანტები 2020 წლის ბოლოსთვის პარტნიორი ქვეყნებისთვის 100 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს, ხოლო 2021 წლიდან 1.3 მლრდ დოზის მიწოდებას.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო ამ კომპანიებმა აპრილში დაიწყეს.