ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამ პერიოდში რა თქმა უნდა აღვნიშნოთ რიტუალები, მაგრამ ის უნდა იყოს მოკრძალებული და ოჯახური დღესასწაული ან ოჯახური მწუხრი, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას პანდემიის დროს დიდი თავშეყრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან 5 წევრის დაინფიცირება, სწორედ მსგავსი სახის შეკრებას უკავშირდება.
"ჩვენ ერთი ოჯახური შემთხვევა გვაქვს ცაგერში, სწორედ ასეთი დიდი სარიტუალო სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან და ოჯახის 5 წევრი არის დაინფიცირებული. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამ პერიოდში რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ასეთი რიტუალები, მაგრამ ის უნდა იყოს მოკრძალებული და ოჯახური დღესასწაული ან ოჯახური მწუხრი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ