მაპატიეთ და, არჩევნები საზამთროსავით არის. სანამ არ გაჭრი, ვერ გაიგებ, სწორია, თუ არ არის, - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას ამომრჩეველის წინ მიღწევები შეუძლია დადოს
„პოლიტიკა ფეხბურთივითაა. ბურთი მრგვალია, ხან მოედნის ერთ მხარეს გადაგორდება, ხან მეორეზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი პარტიიდან ჩემზე გაცილებით კვალიფიციური იურისტები მოიწვიოთ, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გეტყვით რამდენიმე შესაძლებლობას, თუ საქართველოს მოქალაქე მოისურვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნას, როგორ შეიძლება ამ სამართლებრივი კოლიზიის გადაწყვეტა”, -თქვა ვაშაძემ.