საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და წარმატების მიღწევაა, რაც სამართლიანობის გარეშე არ არსებობს.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაც უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელიც უნდა შეირჩეს პარლამენტში ხმების უმრავლესობით, საჯარო კონკურსის შემდეგ, ასევე, ოპოზიციის მინიმუმ მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას - ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ უზენაეს სასამართლოში მუდმივ სამუშაოდ ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი და სხვა უცხოელი მოსამართლეები, ხოლო ქვემდგომი მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ საზოგადოებამ და ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ ჩაერევა უკვე ასეთ სასამართლოში, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო. რა რა და მე ზუსტად ვიცი, რომ ამაზე უფრო საშინელება არაფერი არსებობს, რადგან მე, ჩემმა ახლობლებმა და ბევრმა თქვენგანმა გამოსცადეს ეს საკუთარ თავზე, მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მახსოვრობა, რომელიც მე შემომრჩა და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, რომ თავის დროზე არ შევქმენი უკეთესი სასამართლო სისტემა საქართველოში და ამ შეცდომას ნამდვილად აღარ გავიმეორებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.