საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პოლიციისა და სასამართლო სისტემის ცვლილება აუცილებელია.
მან ხაზი გაუსვა, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა და იმ შეცდომებზეც ისაუბრა, რომელიც საკუთარი მმართველობის დროს ამ მიმართულებით დაუშვა.
"პოლიცია მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. პოლიციის უფროსი უნდა შეირჩეს კონკურსის წესით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მთელი საზოგადოების მიერ და უნდა დამტკიცდეს პარლამენტში ხმების უმრავლესობით, ოღონდ, მინიმუმ, ოპოზიციის ერთმა მესამედმა უნდა დაუჭიროს ამას მხარი", - თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.