ენგურის ხიდთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.
შეკრებილები ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანებას ელოდებიან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდთან დატოვეს.
ირმა ინაშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატი, ამიერიდან დევნილების შემწე იქნება.
"მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილოროს ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, იმიტომ რომ თვითონ დევნილობაში მოექცა ეს ხატი და მე მინდა ერთი რამ ახლა ქართველ საზოგადოებას ქართველ ე.წ პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს, გხარებულები ხართ, "რუსთვი 2", "მთავარი არხი","ტვ პირველი", სხვა დანაჩენები, შავი სიხარულით გიხარიათ, ხატი რომ მობრძანდება? გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმებრძელეობის, მთელი ამ პროცესის ანალიზით რაც ხდება. ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძლოეობა, რასაც ჩვენ ახალა თავლას ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა რომ ამაში ჩართული იყო არა მარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელუსუფლებო ლიდერებიც, კობახიძის შტო“, - თქვა ინაშვილმა.