ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, მის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას და ქართული ოცნების პოლიტიკას ეხმიანება.
გიგა ბოკერიას თქმით, უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა , რომელიც ქვეყანაშია და ის გარდამტეხი ცვლილეებით უნდა მოხდეს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, დღევანდელი ნაბიჯით, 2012 წლამდე ვითარების დაბრნება სურს, თუმცა ბოკერია აღნიშნავს, რომ მომავალი არის ევროპული კოალიციის, გონივრული კომპრომისის, გარდამტეხი ცვლილებების და ამ ვითარებაში ევროპული საქართველო შეასრულებს კომპასის როლს.
„ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად „კარტის გათამაშებას“, ოღონდ წარუმატებლად. ეს არის ის, რომ „თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს“. ეს ასე არ იქნება, იქნება გარდამტეხი ცვლილებები.
ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი სათამაშო ჰქონდა - დაბრუნების საკითხი, სააკაშვილი დაბრუნდება, რომ დაბრუნდება რას უზამენ, მთელი ეს არანორმალური კონტექსტი, ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის არაფრისმომცემია. მისი პრემიერობის საკითხი ახლა ხელახლა იქნება. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ივანიშვილს და მის გარემოცვას დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, კატასტროფის შენარჩუნება სურს, იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. ჩვენი, მთელი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ამის შეცვლა.
„ევროპული საქართველო“ მუშაობს იმისთვის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“, დღევანდელი ნაბიჯით, რაც დადასტურდა და არამარტო ამით, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა. ჩვენ გვაქვს გეგმა ამ გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომ სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორი კომპასი გვქონდეს.
ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ამ „კარტის გათამაშებას”, ოღონდ წარუმატებლად. ეს არის ის, რომ „თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს“. ეს ასე არ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, კოალიციური, ევროპული მთავრობა გონივრული კომპრომისებით, მაგრამ მკაფიო ხედვით. ივანიშვილი არის ძალიან მძიმე აწმყო, სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ 2012 წლის წარსულში დაბრუნება.
იგივე სააკაშვილმა თქვა, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს, პრაქტიკულად გამორიცხა კოალიცია. ეს იყო საჯაროდ, ეთერში მის ჩართვაში. სააკაშვილი საერთოდ წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების. მათ ფუნდამენტურ ხედვაში არ არის ის საკითხები, რაც ჩვენი აზრით, ქვეყანას სჭირდება. ამიტომ განვსხვავდებით ჩვენ და ამიტომ ვართ კონკურენტები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.