უკიდურესად გამიკვირდება, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა. პირადად მე ერთ პროცენტს ვტოვებ ამის შანსს, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ის საქართველოში არჩევნებამდე ჩამოვა.
მისი თქმით, მას სააკაშვილის გულწრფელობის არ სჯერა არც ერთი წამით და არ სჯერა, რომ მისი ბოდიში არის გარანტი, რომ იმავეს არ გააკეთებს, თუ ამის საშუალება მიეცემა
"ბოდიშისთვის არასდროს არავის გავაკრიტიკებ. პირიქით, ჩემი პრობლემა და პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და სააკაშვილის მიმართ ყოველთვის იყო, რომ ვერასდროს ახერხებდნენ ბოდიშის მოხდას, როდესაც მოსახდელი იყო და არც იმას დავაყვედრი, რომ დაგვიანებულია. კარგია, რომ მოიხადეს ბოდიში, უბრალოდ მე მისი გულწრფელობის არ მჯერა არც ერთი წამით და შესაბამისად არ მჯერა, რომ ეს ბოდიში არის გარანტი, რომ იმავეს არ გააკეთებს, თუ ამის საშუალება მიეცემა", – თქვა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" პრემიერ მინისტრობის კანდიდატად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.