ე.წ. ღორის გრიპით 162-ე სკოლაში ორი ბავშვი დაინფიცირდა.
სკოლის მოსწავლეთა მშობლები აღნიშნულის გამო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ისინი ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებენ.
სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეწყვეტილია და ის სავარაუდოდ, არც ხვალისთვის აღდგება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.