მე მგონია, რომ თვით ივანიშვილმაც ჩაიქნია ხელი ქართულ ოცნებაზე, - განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, კოვიდი არ არის ის ქოლგა, რომელიც გაკოტრებული ქართული ოცნება თავს შეაფარებს.
"მე მგონია, რომ თვით ივანიშვილმაც ჩაიქნია ხელი ქართულ ოცნებაზე. ის ძალიან კარგად უნდა გრძნობდეს საფრთხეს, კოვიდი არ არის ის ქოლგა, რომელიც გაკოტრებული ქართული ოცნება თავს შეაფარებს", - თქვა ბესლიამ და აღნიშნა, რომ დავით მათიკაშვილის, ირაკლი კობახიძის, სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის არჩევით ივანიშვილმა თქვა, რომ მას სჭირდება ბრმა შემსრულებლები, "ეს კი მისთვის პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია".