ამ ადამიანებს ხელისუფლებასთან კი არ მივუშვებდი, მართლა, ორ ბატსაც არ ჩავაბარებდი, არა თუ კომიტეტებს არ ჩავაბარებდი უმნიშვნელოვანესს, იმიტომ რომ ამ ადამიანების არჩევით იცით როგორი განაცხადი გააკეთა ივანიშვილმა? მას სჭირდება ბრმა შემსრულებლები. ეს მისთვის პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია, - განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე სოფო კილაძეზე, ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილზე.
მისი თქმით, ბრმა შემსრულებელია კილაძე, რომელსაც არ ესმის ადამიანის უფლებების არაფერი და დგას და უბრალოდ სისულელეებს ლაპარაკობს. იურიდიული კომიტეტი ჩააბარა ადამიანს, რომელიც კლანს გაურიგდა. მას სჭირდება შემსრულებელი.
"რა თქმა უნდა, ეკა ბესელია დისკომფორტი იქნებოდა გუნდისთვის, რომელსაც მე წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი, რომ არ გამოგატანინებთ [მოსამართლეთა] იმ ათკაციან სიას და არც გამოვიტანე და ჩავუშალე პირველ ჯერზე. მაგრამ მას შემდეგ უკვე სჭირდებოდა შემსრულებლები", - თქვა ბესელიამ.