დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმის საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის გავრცელების ყველა ცხელ წერტილში აქტიურად მუშაობენ.
"განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჩვენთვის ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირებაა, თუმცა გუშინ საღამოსკენ უფრო შემცირდა. ასევე, ყურადღებას იპყრობს ქვეყნის მასშტაბით, რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული "ავერსის" კლასტერი. როგორც გითხარით, 1 დაემატა გუშინ და ასევე მნიშვნელოვანი ხდება გარკვეულად, მაგრამ ამაში არავითარი განგაშის საფუძველი არ არის. გურიაში გვაქვს შემთხვევები, შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან.
თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების განსაკუთრებით გამკაცრებებზე, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ - საუბარი არ იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.