საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხვალ გააკეთებს მიმართვას, როგორ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.
"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით", - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.
27 აგვისტოს, მიხეილ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება.