საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა თასის ახალი სეზონზე ესტონეთის ნაკრები, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გოლი ნიკა კაჭარავამ მატჩის 32-ე წუთზე გაიტანა.
შეხვედრა ტალინში გაიმართა.
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში გადავიდა და მატჩებს 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს. C ლიგის მეორე ჯგუფში, ჩვენი გუნდის მეტოქე ჯგუფში ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გარდა, სომხეთის ნაკრებია.