ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ფული არც დავით თარხან-მოურავს აუღია.
"თქვენს ეთერში მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს მოქალაქე ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია რუსული ფული. ყოველი ჩემი მოქმედება გამსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, საქართველოს ინტერესების დაცვით და ამას ვაკეთებ თბილისშიც, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.