"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 8 სექტემბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, კონკრეტულად დედაქალაქის რომელ უბანში დააყენებს მაჟორიტარ დეპუტატად თავის კანდიდატურას.
მე ვიქნები თბილისში მაჟორიტარი, მე ვერ ვახერხებ გასვლას რეგიონში. შემეძლო ბევრგან დამეყენებინა, მაგრამ თბილისში უნდა ვიყო, რომ ვიბრძოლო. მაჟორიტარობის კანდიდატებს მე ყველგან დავაყენებ,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს იმართება.