"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერში" რუსულ სპეცსამსახურთან კონტაქტი უარყო და განაცხადა, რომ მას კავშირი მხოლოდ დეპუტატებთან აქვს და მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ФСБ-სთან.
"ФСБ -სთან არც მე მაქვს კავშირი და არც დავით თარხან მოურავს. ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ გვაქვს ფორმატი. ეს არის დეპუტატებთან შეხვედრის ფორმატი, ეს არ არის ФСБ. მე არ დამიმალავს და შევხვდი, რუსეთის დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს. მე მასთან მაქვს კომუნიკაცია და არც ვალოდინი არ არის არავითარი ФСБ. ამიტომ ჩვენი ამ დეპუტატებთან შეხვედრები და ჩემივე კონტაქტები ვალოდინთან საკმარისია თქვენ კითხვაზე, რომ გავცე პასუხი.
ვალოდინი ФСБ-ზე მაღლა დგას და ФСБ არ არის. მეკითხებით, გამოვიყენეთ თუ არა ჩვენი კონტაქტები მოსკოვთან, რა თქმა უნდა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ გამოიყენა მისი პირადი კონტაქტები. კონკრეტიკა არ არის საჭირო, კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის ФСБ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.