„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის მიმართვას ეხმიანება და ამბობს, რომ კინზინგერმა, რომელიც არა რომელიმე პარტიის, არამედ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, სწორად შენიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებები რუსეთისთვის ხელსაყრელ დაძაბულობას ქმნის და მტრისთვის ოკუპაციის ბრალის შემსუბუქებას ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ინტერესებს ემსახურება.
მიუხედავად ამის, ბოკერია აღნიშნავს, რომ თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც, ჰქონდეთ ეს შეხედულებები.
„პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე. მათი საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ.
თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც, ჰქონდეთ ეს შეხედულებები.
„თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც ჰქონდეთ ეს შეხედულებები. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება საუკეთესო მგონია. აშშ-ში კუ -კლუქს კლანიც კი არ შეუზღუდავთ იდეების გამო, მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების გამო სჯიდნენ. ცივი ომის დროს არც კომუნისტური პარტია აუკრძალავთ. უბრალოდ ორივეს პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში აქცევდა საზოგადოება და მთავარი პოლიტიკური ძალები“, - წერს ბოკერია სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა პატრიოტთა ალიანსი კი არაა, არამედ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან არაკოალიციურ პარტნიორად აირჩია ეს პარტია და წლებია მას აძლიერებს, ხელს უწყობს, “ერთ სულ და ერთ ხორც” არიან. ის რომ ორივე პარტია ერთად მოქმედებს და ორივე ივანიშვილის ინსტრუმენტია, მათი საჯარო ქმედებებიდან ჩანს.