არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის ვერცერთი კანდიდატი გაიმარჯვებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძე ენმ-ის მიერ მურთაზ ზოდელავას ხობი-ფოთი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა.
ხედავთ თქვენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი რესურსი არც განახლების, არც პოზიტიური კანდიდატის დაყენების არ აქვს ისევე როგორც არც ერთ მის სატელიტს. მურთაზ ზოდელავაც არის ამის გამოხატულება ვერც განახლებას აკეთებენ, ვერც პოზიტიურის შეთავაზებას . "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიგებს ვერც ერთ მაჟორიტარულ არჩევნებს ამაზე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვისაუბრო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.